Thursday, November 20, 2014

პროექტი

პროექტის სახელი
პითაგორას ცხოვრება
პტოექტის იდეა
ინფორმაციის მოძიება პითაგორას ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია და გაეცნონ თუ რა წვლილი მიუძღვის პითაგორას მათემატიკის განვითარების საქმეში.
პროექტის მიზანი
განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის, დიალოგის, ინფორმაციის ორგანიზების, ურთიერთპატივისცემის, კომუნიკაციის, მოსმენის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი
14-15  წელი
ვადის ხანგრძლივობა
ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები ეუფლებიან კვლევის უნარ-ჩვევებს, ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, საკუთარი იდეებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას, ეცნობიან პითაგორას თეორემის შებრუნებულ თეორემას, პითაგორას რიცხვებს.
პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო,საწერი საშვალებები,ფერადი ფურცლები,ფორმატის ქაღალდი,საბავშვო ენციკლოპედია,კომპიუტერი და ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა
კლასი იყოფა სამ ჯგუფად
პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალას პითაგორას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. გაარკვიონ  რა  დამოკიდებულება  არსებობს  მართკუთხა  სამკუტხედის  გვერდებს  შორის.
მეორე ჯგუფი გაეცნობა პითაგორას თეორემას, მის შებრუნებულ თეორემას,რომელიც მის სახელს ატარებს
მესამე ჯგუფი გამოიკვლევენ პითაგორას რიცხვებს, სამეულს, მათი მიღების ფორმულას, პითაგორასა და პითაგორელთა მოძღვრება რიცხვებზე დიდი აღმოჩენის საფუძველი რომ გახდა მათემატიკაში.
ჯგუფები ნამუშევარს წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით

პრეზენტირებას ახდენს ჯგუფის ლიდერი
ხდება პრეზენტაციების შეჯამება
ეძლევათ მოსაძიებლად ინფორმაცია“პითაგორას თეორება და მისი საჭიროება ცხოვრებაში“
მოძიებულ ინფორმაციებს წარმოადგენენ რეზიუმეს სახით
რომელთა ატვირთვა მოხდება ბლოგზე

დისკუსია თემაზე“ თუ არა პითაგორა.....“

დისკუსიის შეჯამება
ბლოგის განხილვა პროექტის ბოლოს და ბლოგზე არსებული ინფორმაციების ანალიზი
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ხელოვნება,ფიზიკა,ისტორია
მათ.VIII.4 მოსწავლეს შეუძლია მიცემული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება,მოწესრიგება და წარმოდგენა მიცემული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი
გულნარა სანოძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Gulnara.sanodze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი
http://gulnarasanodze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment