Monday, November 24, 2014

შეფასება

კარგი იყო ტრენინგი ,ბევრი რამ ვისწავლე, კერძოდ გაკვეთილის დაგეგმა ისტ-ის გამოყენებით,ინტერნეტში ინფორმაცის მოძიება.პრეზენტაციიის მომზადება საპრეზანტაციო პროგრამაში  .ვირტუალური ლაბოტარიები დამათ გამოყენება სასწავლო პროცესში. სწავლის შეფასება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით..შეფასების რუბრიკა..  სასწავლო პროექტის დაგეგმა და აღწერა  .როგორ ვაწარმოოთ მასწავლებლის პორტფელიო.. .მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ საგაკვეთილო  პროცესში.  დიდი  მადლობა ტრენერს ქალბატონ  მარინე მურჯიკნელს.  

ჯგუფური მუშაობა.

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
თანამშრომლობა
ცდილობს თანამშრომლობას მაგრამ ვერ ახერხებს.
თანამშრომლობს ჯგუფის თითოეულ წევრთან
თანამშრომლობს თითოეულ წევრთან  და ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
ურთიერთპატივისცემა
ვერ ახერხებს ერთმანეთის მიმართ პატივვსცემას
პატივს სცემენ ერთმანეთს
პატივს სცემენ ერთმანეთს.ურთიერობისას  ზრდილობიან ფორმას მიმათავენ
სამუშაოს გადანაწილება
ნაწილობრივ ინაწილებენ დავალებებს
ორგანიზებულად ინაწილებენ ჯგუფის წევრები დავალებებს.
ჯგუფი კარგად ორგარიზებულია და აქტიურად არიან ჩართული მუშავობაში.
მოძიებული ინფორმაციის წარდგენა
სათანოდოდ ვერ ახერხებს ინფორმაციის წარმოდგენას
აქტიურად  შეუძლია ინფორმაცის წარმოდგენა
წარმოადგენს მოძიებულ ინფორმაციასდა აქტიურად სცემს  პასუხს კითხვებს

Thursday, November 20, 2014

ტრენინგის შეფასება

წარდგენა შეფასებავიჭავლე პროექტის განხორციელების საფეხურები, დაგეგმა  მომზადება  განხორციელებაშეფასება.

პროექტი

პროექტის სახელი
პითაგორას ცხოვრება
პტოექტის იდეა
ინფორმაციის მოძიება პითაგორას ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია და გაეცნონ თუ რა წვლილი მიუძღვის პითაგორას მათემატიკის განვითარების საქმეში.
პროექტის მიზანი
განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის, დიალოგის, ინფორმაციის ორგანიზების, ურთიერთპატივისცემის, კომუნიკაციის, მოსმენის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი
14-15  წელი
ვადის ხანგრძლივობა
ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები ეუფლებიან კვლევის უნარ-ჩვევებს, ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, საკუთარი იდეებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას, ეცნობიან პითაგორას თეორემის შებრუნებულ თეორემას, პითაგორას რიცხვებს.
პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო,საწერი საშვალებები,ფერადი ფურცლები,ფორმატის ქაღალდი,საბავშვო ენციკლოპედია,კომპიუტერი და ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა
კლასი იყოფა სამ ჯგუფად
პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალას პითაგორას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. გაარკვიონ  რა  დამოკიდებულება  არსებობს  მართკუთხა  სამკუტხედის  გვერდებს  შორის.
მეორე ჯგუფი გაეცნობა პითაგორას თეორემას, მის შებრუნებულ თეორემას,რომელიც მის სახელს ატარებს
მესამე ჯგუფი გამოიკვლევენ პითაგორას რიცხვებს, სამეულს, მათი მიღების ფორმულას, პითაგორასა და პითაგორელთა მოძღვრება რიცხვებზე დიდი აღმოჩენის საფუძველი რომ გახდა მათემატიკაში.
ჯგუფები ნამუშევარს წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით

პრეზენტირებას ახდენს ჯგუფის ლიდერი
ხდება პრეზენტაციების შეჯამება
ეძლევათ მოსაძიებლად ინფორმაცია“პითაგორას თეორება და მისი საჭიროება ცხოვრებაში“
მოძიებულ ინფორმაციებს წარმოადგენენ რეზიუმეს სახით
რომელთა ატვირთვა მოხდება ბლოგზე

დისკუსია თემაზე“ თუ არა პითაგორა.....“

დისკუსიის შეჯამება
ბლოგის განხილვა პროექტის ბოლოს და ბლოგზე არსებული ინფორმაციების ანალიზი
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ხელოვნება,ფიზიკა,ისტორია
მათ.VIII.4 მოსწავლეს შეუძლია მიცემული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება,მოწესრიგება და წარმოდგენა მიცემული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი
გულნარა სანოძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Gulnara.sanodze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი
http://gulnarasanodze.blogspot.com/

Sunday, November 16, 2014

გაკვეთილის გეგმა მათემატიკში

გაკვეთილის თემა
რა დამოკიდებულებაა მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის(პითაგორას თეორემა)
სწავლების საფეხური
VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის თხუთმეტი მოსწავლე და მათ შორის არცერთი არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე
მიზანი
პითაგორას თეორემის დამტკიცება,პრობლემის გადაწყვეტის უნარის ჩამოყალიბება,ურთიერთთანამშრომლობის,დიალოგის,მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება,საკუთარი შეხედულებებისა და თვითშეფასების,დამოუკიდებელი მუშაობის უნარის გამომუშავება.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
მოსწავლე იყენებს პითაგორას თეორემას ამოცანების ამოხსნისას,ამყარებს კავშირს მართკუთხა სამკუთხედის ელემენტებს შორის.
ესეგ მისაღწევი შედეგები
VIII.9
კავშირი საგნებთან
ხელოვნება
წინარე ცოდნა
კვადრატების ჯამისა და სხვაობის ფორმულები,ფართობის ერთეულები კერძოდ სამკუთხედის და კვადრატის(კვადრატული ფესვი)
რესურსები
მერვე კლასის სახელმძღვანელო(გ გოგიშვილი,თ ვეფხვაძე,ი მებონია,ლ ქურჩიშვილი).
ბ კოპალეიშვილი „მოგზაურობა რიცხვთა სამყაროში“
საყმაწვილო ენციკლოპედია,ბარათები და საწერი საშუალებები.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა:     საშინაო დავალების ფრონტალურად შემოწმება.
პრობლემური ამოცანების განხილვა მოსწავლეთა მონაწილეობით,
წინა გაკვეთილის შემოწმება კითხვების საშუალებით
1     რას ეწოდება a რიცხვიდან კვადრატული ფესვი?
2     არითმეტიკული კვადრატული ფესვი არაუარყოფითი a რიცხვიდან რისი ტოლია?
3     როგორი სიმბოლო გამოიყენება ფესვის ჩასაწერად.
4     რამდენი კვადრატული ფესვი არსებობს დადებითი რიცხვიდან?
5     რას უდრის იმ კვადრატის გვერდი რომლის ფრთობია S სმ.
6     ვინ შემოიღო პირველად ფესვის მიშანი?
7     რომელ ორ მთელ რიცხვს შორის არის ფესვი ათი?
B ფაზა:       გაკვეთილის ახსნა იწყება მასწავლებლის შესავალი საუბრით-მინდა გაგაცნოთ დიდი მეცნიერის იოჰან კეპლერის სიტყვები: „გეომეტრია ორ საუნჯეს ფლობს: ერთი მათგანი პითაგორას თეორემაა,მეორე-მონაკვეთის საშუალო და კიდურა შეფარდებით გაყოფა. პირველი შეიძლება ოქროს   შევადაროთ,მეორე კი უფრო ძვირფას ქვას მოგვგონებს. კლასი იყოფაა სამ ჯგუფად.მოსწავლეები ირჩევენ ჯგუფის კაპიტნებს.ისინი იღებენ მაგიდაზე მოთავსებული წინასწარ მომზადებული ბარათებს., ერთი ბარათზე დახაზულია სამკუთხედები,მეორეზე-წრეწირები და მესამეზე-კვადრატები.
მასწავლებელი უთითებს მოსწავლეებს-„იმისათვის რომ გაირკვეს რა დამოკიდებულებაა მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის,გაეცანით სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს პარაგრაფი 4.2-პითაგორას თეორემა.გამოიყენეთ ჩემს მიერ გადმოცემული დამატებითი ლიტერატურა(საყმაწვილო ენციკლოპედია)ს სამკუთხედების ჯგუფმა ისაუბროს რატომ შემორჩა დებულებას პითაგორას სახელი.
წრეწირების ჯგუფმა დაამტკიცოს პითაგორას თეორემა.
კვადრატების ჯგუფმა გაგვაცნოს თეორემიდან გამომდინარე შედეგები.
ჯგუფები მუშაობენ დავალების შესასრულებლად
(მასწავლებელი თვალყურს ადევნებს)
პრეზენტაცია
ჯგუფის კაპიტანი ისაუბრებს დაფასთან მისი ჯგუფისათვის მიცემულ დავალებაზე.მოსწავლეები უსმენენ ყურადღებით,ინიშნავენ მათთვის მიუღებელ ან საინტერესო მოსაზრებას.ამის შემდგომ იწყება დისკუსია.
დისკუსიის მსვლელობის დროს მასწავლებელი ყურადღებით ისმენს და ინიშნავს მოსწავლეთა შეცდომებს.დისკუსიის დასრულების შემდეგ  განიხილავს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს და აძლევს სწორ მიმართულებას რათა მოსწავლეები არ აცდნენ მოცემულ თემას.
C ფაზა:   დამტკიცებული თეორემის უკეთ აღსაქმელად მისი პრაქტიკულად გამოყენების მიზნით ჯგუფებს ეძლევათ სახელმძღვანელოში მოცემული ამოცანები N6 da N7.
მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ ამოხსნილი ამოცანების შედეგებს,ეს რიცხვებია3;4;5;ამ პასუხებს  დაფაზე წერს და აკონკრეტებენ რომ სამკუთხედის გვერდების სიგრძეები სამი მომდევნო ნატურალური რიცხვითაა გამოსახული.ამ რიცხვებს პითაგორას რიცხვებს,ხოლო ასეთი სიგრძის გვერდების მქონე მართკუთხა სანკუთხედს პითაგორას სამკუთხედს უწოდებენ.
საშინაო დავალებად ეძლევათ სახელმძღვანელოში მოცემული ამოცანები N5;8;9;10.
წასაკითხად პარაგრაფი4.2 და ვ კოპალეიშვილის“პითაგორას სკოლა“ წიგნიდან „მოგზაურტობა რიცხვთა სამყაროში“.
მაწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ისტს საშუალებით მოძებნონ პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვა გზა.

შეფასება
შეფასების რუბრიკა
კარგ განწყობაზე ვარ ,რადგან გვყავს  კარგი ტრენერი, გვასწავლა გაკვეთილის მონახაზი ისტ .საჭვალებითშ ესაბამისი რესურსების მოძიება  ეფექტიანი პრეზენტაცია ,ვირტუალური ლაბორატორიების  გამოყენება  დიდი მადლობა მას.